ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

14 წლის წინ, მსოფლიოს პუტინი უნდა შეეჩერებინა, გაკვეთილები ვერ ვისწავლეთ – ლიეტუვა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მსოფლიოს პუტინი სწორედ 14 წლის წინ უნდა შეეჩერებინა.

“ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 14 წლის წინ, რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ამ აგრესიამ გვაჩვენა განახლებული და მუდმივად მზარდი რუსული რევანშიზმი. მსოფლიოს მაშინ პუტინი უნდა შეეჩერებინა. გაკვეთილები ვერ ვისწავლეთ. რუსეთის ახლა უკრაინაში უნდა შევაჩეროთ. საკმარისია!”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა.

https://twitter.com/LithuaniaMFA/status/1556219647225204737?ref_src=twsrc%5Etfw

იტვირთბა....