ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინაში ФСБ-ს სპეცდანიშნულების ცენტრის უფროსი ოფიცერი მოკლეს

უკრაინაში ФСБ-ს სპეცდანიშნულების ცენტრის უფროსი ოფიცერი, მიკოლა გორბანი მოკლეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკის, ანატოლი შტეფანის ინფორმაციით, გორბანი სპეცსამსახურის სპეცდანიშნულების ცენტრის ვიცე-პოლკოვნიკი იყო.

უკრაინელი ჟურნალისტის ანტონ პავლუშკოს განცხადებით, გორბანი უკრაინაში 2 აგვისტოს მოკლეს.

„რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სპეციალური დანიშნულების ცენტრის ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკოლაი გორბანმა „კეთილგანწყობის ნაბიჯი“ გადადგა  – იგი ოფიციალურად დენაციზირებული და დემილიტარიზებულია. იგი მანამდე სირიაშიც იბრძოდა და ორი „მამაცობის ორდენიც“ აქვს მიღებული“, – აცხადებს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, უკრაინის არმიამ ომის დაწყებიდან სულ მცირე 10 რუსი გენერალი გაანადგურა.

იტვირთბა....