ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

„ვინც ამბობს, რომ აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ირიბად აცხადებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო“ – ელისაშვილი

„ის, ვინც ამბობს, რომ შეიძლებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება, ირიბად ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი წერს.

მისივე თქმით, უბრალოდ, ბოლომდე ვერ გაიტანეს კრემლის ნარატივი და ასე ფარულად, როგორც მხდალ მოღალატეებს სჩვევიათ, ცდილობენ ამ ნარატივის დამკვიდრებას.

მისი თქმით, 2008 წელს კრემლის ერთადერთი ამოცანა საქართველოს მთავრობის ნებისმიერი გზით დამხობა იყო.

„საკითხი მარტივია: ცხინვალის უბრძოლველად დათმობას (6-ში უკვე მოგვიკლეს და დაგვიჭრეს სამშვიდობოები და მოსახლეობა) მოჰყვებოდა შეტევა კოდორზე, კოდორის უბრძოლველად დათმობას – გალიდან მოსახლეობის გამოყრა.

და სწორედ ის ხალხი, ვინც ომის დაწყებაში საქართველოს სდებს ბრალს პირდაპირ თუ ირიბად, სწორედ ისინი საპროტესტო აქციებს მოაწყობდნენ თბილისში სრულიად საპირისპირო ნარატივით: როგორ არ იცავს ხელისუფლება ქვეყანას.

ამოცანად კრემლს და მის ქართველ სატელიტებს საქართველოს მთავრობის დამხობა ჰქონდათ: ომის პირობებში თუ ომისგან თავის არიდების გამო“, – წერს ალეკო ელისაშვილი.

ცნობისთვის, დღეს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა.

იტვირთბა....