ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

„ჩემი ფიქრები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთანაა“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავს ეხმაურება.

„1801, 1921, 1992, 2008 – ეს თარიღები თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება. ისინი რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის დაუნდობელ პოლიტიკას ასახავენ. საქართველოს გამძლეობა უფრო მტკიცე აღმოჩნდა. ჩემი ფიქრები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთანაა“, – წერს ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, დღეს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა.

https://twitter.com/Zourabichvili_S/status/1556221574633635843?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1556221574633635843%7Ctwgr%5Ea6f58bd27e9c1d70d6a764f2c995eda659b1ca58%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fpia.ge%2Fnews%2Fsazogadoeba%2Fchemi-phikrebi-aphkhazetisa-da-tskhinvalis-okupirebul-teritoriebze-mtskhovreb-chvens-mokalakeebtanaa-zurabishvili

იტვირთბა....