2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა.
მხარეებს შორის 5-დღიანი ომის დაწყებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ დსთ-ს დატოვება, რომლის შემდეგაც ქვეყანამ განაცხადა, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის დამყარებას აპირებდა.
აფხაზეთისა და ოსეთის რეგიონებში სროლა მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ომის საკვანძო ნაწილი 7 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში დაიწყო, რომელიც რუს სამხედროებსა და ქართველ ძალებს შორის 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
იქამდე მხარეებს შორის ვითარება არაერთხელ დაიძაბა. აღსანიშნავია, პირველი აგვისტო, როდესაც საქართველოს თავდაცვის ქვედანაყოფებსა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური სროლები დაიწყო. საბოლოოდ, სროლის შედეგადა 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 21 დაიჭრა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სროლის დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა. 3 აგვისტოს რუსეთის მთავრობამ საშუალება მისცა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რუსეთში გახიზნულიყო. ამავე დღეს რეგიონს ლტოლვილებით დატვირთული 20 ავტობუსი ტოვებს.
4 აგვისტოს რუსეთის 58-ე არმიის ხუთი ბატალიონი როკის გვირაბის სიახლოვეს იქნა დისლოცირებული, ჩრდილოეთ ოსეთის მხარეს.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ და უგარდანთას ბაზაზე განთავსდნენ, რომლის მშენებლობაც მათ ჯერ კიდევ 2008 წლის მარტში დაიწყეს. ამის პარალელურად, 7 აგვისტოს საქართველოს წინააღმდეგ რუსული კიბერშეტევა დაიწყო.
ომის შედეგად დაიბომბა სოფელი ავნევი, თამარაშენი და ფრისი. ქართული მხარე იძულებული გახდა რუსული ძალების წინააღმდეგ საპასუხო იერიში განეხორციელებინა. 8 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტუნმა მკაცრად დაგმო ქართული მხარის აგრესიული ქმედებები და ამის საპასუხოდ 3 რუსული სუ-24 საქართველოს საჰაერო სივრცეში შმოიჭრა და ქარელისა და გორის რაიონები დაბომბა. ინტენსიური სროლები მხარეებს შორის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
9 აგვისტოს ომის მეორე ფრონტი დასავლეთ საქართველოში გაიხსნა, სადაც კოდორის ხეობაზე თავდასხმა მოხდა. ამასთან, რუსეთმა არაერთი სოფელის ოკუპაცია მოახდინა.
საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით 12 აგვისტოს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმად, რუსეთს 18 აგვისტოს უნდა გაეყვანა დანაყოფები ქვეყნიდან, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა. 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნო.
საბოლოო ჯამში, 2008 წლის აგვისტოში რუსული საოკუპაციო ძალების შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. გარდა ამისა, საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა.