ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

ურეკში კრიმინალური პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსი ქვეითს დაეჯახა – პროკურატურა

აჭარის პროკურატურის ინფორმაციით, ურეკში კრიმინალური პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსი ქვეითს დაეჯახა.

“აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ოზურგეთის რაიონის, დაბა ურეკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

06 აგვისტოს დაახლოებით 11:30 საათზე, დაბა ურეკში, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს მე-2 ოპერატიული განყოფილების უფროსი ბ. გ, თავისი მართვის ქვეშ მყოფი “ Hyundai Elantra”-ს მარკის ა/მანქანით შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, რომელიც მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....