თბილისში, მტკვარში ჩავარდნილი ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხის” ვებ-გვერდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქალი მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა, როგორც ექიმები აცხადებენ, ის უკვე გარდაცვლილი იყო.
არსებული ინფორმაციით, ქალი 51 წლის იყო.
ვიდეო, რომელშიც მტკვარში ჩავარდნილი ქალი ჩანს, Facebook გვერდმა “ჩემი ქალაქი მკლავს” გაავრცელა.