ღაზას სექტორიდან უწყვეტი სარაკეტო იერიშის გამო, ბერშეებას სოროკას ჰოსპიტალში ჩვილებისა და სხვა მძიმე პაციენტების დაცულ პალატებში გადაყვანა დაიწყო.
შეგახსენებთ, “ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასამდე რაკეტა გაუშვა. რაკეტები, სავარაუდოდ, ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ანაც საჰაერო თავდაცვის სისტემა “რკინის გუმბათმა” გაანეიტრალა.
ამას წინ უძღოდა ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე შეტევა, რა დროსაც, ლიკვიდირებულ იქნა “ისლამური ჯიჰადის” მეთაური.