რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმ ასაკშია, როცა ღირს იმაზე ფიქრი, რას დატოვებს. ეს მოსაზრება უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 4 აგვისტოს მედიასთან საუბრისას გამოთქვა.
საუბრის ჩანაწერი უკრაინის პრეზიდენტის აპარატის YouTube არხზე გამოქვეყნდა.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ფედერაციის გამარჯვების შემთხვევაში მესამე მსოფლიო ომი დაიწყება.
„კიდევ რამდენი ომი სჭირდება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს? იქნებ საკმარისია? ის უკვე საკმარისად დიდია. იქნებ იფიქროს რას ეტყვის ღმერთს? იქნებ იფიქროს რას ტოვებს. რას ტოვებს ჯოჯოხეთის გარდა? რა მოუვა რუსეთის ერს, მის ხალხს?… მეჩვენება, რომ არის რაღაცები, რაზეც საღად უნდა იფიქრო და არა დიქტატორულად. ყველაფერი რაც კეთდება უკვე გაკეთებულია, არავის არ ეპატიება. არავინ დაივიწყებს, შეუძლებელია!შვილი რომ მოკლეს, ვერ გააცოცხლებ და მათ ათასობით ასეთი ბავშვი მოკლეს. ამის დაბრუნება და დავიწყება შეუძლებელია. “, – განაცხადა ზელენსკიმ.

