უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გენერლის, ვიქტორ იაგუნის განცხადებით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურს, ვლადიმერ პუტინის ლიკვიდაცია ისევე შუძლია, როგორც ეს “ალ-კაიდას” ლიდერის, აიმან ალ-ზავაჰირის შემთხვევაში გააკეთა.
პუტინს პორტატული საჰაერო თავდაცვა იცავს, თუმცა, ალ-ზავაჰირის ლიკვიდაციის ოპერაცია ადასტურებს, რომ აშშ-ის დაზვერვის უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს.
“თეორიულად, ამერიკის სადაზვერვო სამსახურებს შეუძლიათ ისე გაუმკლავდნენ პუტინს, როგორც ალ-ქაიდას ლიდერს, აიმან ალ-ზავაჰირს. პუტინს პორტატული საჰაერო თავდაცვა იცავს. სარადარო სისტემას შეუძლია ამ ტერორისტის ლიკვიდაციის თავიდან აცილება. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ალ-ზავაჰირის ქაბულში მრავალი დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. მათ, ასევე გამოიყენეს რაკეტები, რომლებიც აღჭურვილი იყო სპეციალური დანებით, რომელიც ტერორისტის ლიკვიდაციისთვის იყო განკუთვნილი. ეს უნიკალური სპეცოპერაცია, რომელიც ერთ დღეზე მეტხანს გაგრძელდა, ადასტურებს, რომ ამერიკული სადაზვერვო სამსახურების შესაძლებლობები პრაქტიკულად უსაზღვროა”, – ამბობს ვიქტორ იაგუნი.

