ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად, ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში ტერორისტული დაჯგუფება “ალ-კაიდას” ლიდერი, აიამან ალ-ზავაჰირი.
ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა. მისი თქმით, ოპერაცია 31 ივლისს, დრონის იერიშის შედეგად ჩატარდა.
“სამართალი აღსრულდა და ტერორისტი ლიდერი აღარ არსებობს”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
ცნობისთვის, ალ-ზავაჰირი ტერორისტულ ორგანიზაციას ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ ხელმძღვანელობდა.