ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელისაშვილი დედაენის ბარიდან: არიქა ახლა, აბა ქუდზე კაცი, ვაჩვენოთ რუსებს, რომ არავისი “საგულაო” ქვეყანა არაა

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დედაენის ბარის მხარდასაჭერად მივიდა და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, ინტერნეტში დადებითი შეფასებები დაუწერონ ბარს და თავადაც ესტუმრონ დაწესებულებას.

“დედაენის ბარში ვარ, უფრო ახალგაზრდული ბარი არის და იშვიათად ვყოფილვარ ბოლო დროს, მაგრამ დღეს გავიგე ეს ამბავი და მოვედი. დედაენის ბაღში, არის დედაენის ბარი, სადაც მაგარი რაღაც მოიფიქრეს – თქვეს, რომ რუსებს თუ გინდათ შემოსვლა, კითხვარი შეავსეთო: უნდა აღიარონ, რომ საქართველო ოკუპირებულია, რომ რუსეთი ოკუპანტია და ასე შემდემდეგ… თუ ამას არ დაეთანხმებით, “დავაი” დაახვიეთო, არ შემოხვიდეთ ბარშიო (ჯიგრები არიან), ხოდა, ატყდა ამბავი, რუსებმა დაიწყეს ამ ბარის გვერდის დარეპორტება ინტერნეტში და უწერენ ერთ ვარსკვლავს და ჩამოუწიეს რეიტინგი. ხოდა არიქა ახლა, აბა, ქუდზე კაცი, ახლა ნამდვილი საქართველო-რუსეთია ომია, ოღონდ ინტერნეტ სივრცეში, ამ ბარზე გადის ფრონტის ხაზი. ხოდა, ვისაც მხარდაჭერა გინდათ ბარის, მოდით, ლუდი იყიდეთ და თან ხუთიანი დაუწერეთ, რომ ავწიოთ რეიტინგი რუსების ჯიბრზე და ვაჩვენოთ რუსებს, რომ აქ ეგრე “საგულაო” ქვეყანა არავისი არ არის და ეს არ არის მორღვეული ღობე”, – ამბობს ელისაშვილი.

ცნობისთვის, თბილისში მდებარე ბარი რუსი ჰაკერების თავდასხმის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ დაწესებულებაში შესვლამდე რუსეთის ყველა მოქალაქემ სპეციალურ ტექსტს უნდა მოაწეროს ხელი, რომელშიც წერია, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, პუტინი კი დიქტატორია.

ამის შემდეგ, რუსები ბარს უარყოფით შეფასებებს უწერენ, რომ მისი რეიტინგი რაც შეიძლება დაბალ ნიშნულზე ჩამოსულიყო.

იტვირთბა....