ახალი ამბები პოლიტიკა

“თითქოს არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის” – კინზინგერი

თითქოს არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის, – აღნიშნულის შესახებ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.

საგულისხმოა, რომ მან ეს განცხადება აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიასთან დაკავშირებით გააკეთა.

“ჩემთვის რთულია მოტივაციის გამოცნობა, მაგრამ ვიტყვი, რის გამო ვიქნებოდი შეშფოთებული. მე არავის ვუყენებ ბრალდებას, მაგრამ ჩემი საფიქრალია ის, რომ თითქოს არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის, რაც სამომავლო საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებს უფრო გააადვილებდა.

ახლა მთავრობას არჩევანი არ აქვს, ისინი სიმპათიებით უნდა იყვნენ განწყობილნი დასავლეთისა და ამერიკის მიმართ, რადგან ესაა ის, რაც ქართველ ხალხს სურს. ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი საკუთარ თავს დასავლეთად აღიქვამს და ჩვენც, საქართველოს დასავლეთად აღვიქვამთ. ასე რომ შეშფოთების საგანი ისაა, რომ არსებობს მოძრაობა, ან მცდელობა იმისა, რომ შეიქმნას დისტანცია ამერიკასა და ქართველ ხალხს შორის.

ნება მომეცით, ეს პირადად ვუთხრა ქართველ ხალხს: ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს უკიდურესად მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს – იქნება ეს ეკონომიკური, რეგიონული თუ სხვა მიმართულებით.

ჩვენი ურთიერთობებისადმი არსებობს მტკიცე, ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკის კონგრესსა და საპრეზიდენტო ოფისში. ნებისნიერი მცდელობა, რომელიც ჩვენ შორის დისტანციის შექმნას ემსახურება, ჩემი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს არ წაადგება”, – აცხადებს კინზინგერი.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

27 წლის ბექა რევაზიშვილის ცხედარი მტკვარში იპოვეს

MH17-ის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი იგორ გირკინი ყირიმში დააკავეს – მედია

42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

“რუსეთის უკანასკნელი მოკავშირე თუ აღმოვჩნდით კონტრიბუციის გადახდა მოგვიწევს” – ბარბაქაძე

“არ მქვია ომში გამარჯვებული მეომარი…გამარჯვება დაიწყება უკრაინიდან, მერე აფხაზეთი და სამაჩაბლო” – ნადირაძის მიმართვა

“რუსეთს იარაღის შემოტანა უკვე უჭირს, რადგან გზები გადაკეტილია” – მამულაშვილი