aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსებმა ტორეცკში საზ. ტრანსპორტის გაჩერება დაბომბეს – დაიღუპა 8 ადამიანი, დაშავდა 4

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსმა ოკუპანტებმა ტორეცკში საზ. ტრანსპორტის გაჩერება დაბომბეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დონეცკის გუბერნატორი, პავლო კირილენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე ცნობით, მომხდარის შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი, დაშავდა 4.

“8 დაღუპული, 4 დაჭრილი – ასეთია ტორეცკის დაბომბვის შედეგები, რაც რუსებმა დღეს დაახლოებით, 11:00 საათზე განახორციელეს. ოთხ დაშავებულს შორის სამი ბავშვია.

წინასწარი ინფორმაციით, გასროლა მოხდა საარტილერიო დანადგარებიდან. ჭურვები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას დაეცა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

გარდა ამისა, რუსებმა დააზიანეს ეკლესია და დაჭრეს ადგილობრივი მღვდელი. დაზიანებულია მაღალსართულიანი შენობები”, – წერს გუბერნატორი Facebook-ზე.

იტვირთბა....