ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეოლიგარქიზაციის სამუშაო ჯგუფს ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად 5 სამუშაო ჯგუფი შექმნა. ამის შესახებ კომიტეტმა დღეს, 4 აგვისტოს იმსჯელა.

აღნიშნული სამუაშაო ჯგუფები იმუშევებს: „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებებით.

დღევანდელ კომიტეტზევე განისაზღვრა სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაც.

კერძოდ, „დეოლიგარქიზაციის“, სასამართლო რეფორმის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების სამუშაო ჯგუფებს უხელმძღვანელებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ხოლო საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფს – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე.

სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შედიან ფრაქცია „ქართული ოცნების“ და საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირები.

საპარლამენტო ოპოზიციიდან სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ: „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტების“ და, „გირჩის“ წარმომადგენლები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები.

ოხანაშვილi დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონთან დაკავშირებით საუბრისას აცხადებს, რომ “ეს მოდელი ეხება ქართულ პოლიტიკაში ჩართულ ბიზნესმენებს, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ოპოზიციასთან… ეს ვერ გავრცელდება ბიძინა ივანიშვილზე”.

იტვირთბა....