“რატომ უნდა დაწესდეს? პეტიციის შემქმნელები რას წარმოადგენენ?” – ასე ეხმაურება რეჟისორი გოგა ხაინდრავა ” მეტრონომთან” საუბრისას პეტიციას, რომელიც რუსეთის სავიზო რეჟიმის დაწესებას ეხება და რომელსაც 100 000-ზე მეტმა ადამიანმა ხელი უკვე მოაწერა.
მისივე თქმით, პეტიციის შემქმნელები არაფერს წარმოადგენენ და საქართველოს მოსახლეობა ბევრად მეტია და მათი აზრიც გასათვალისწინებელია.
“რატომ უნდა დაწესდეს? გეკითხებით რატომ უნდა დაწესდეს? პეტიციის შემქმნელები ვინ არიან? რას წარმოადგენენ? 3 მილიონ 700 ათასი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში მათი აზრიც იკითხეთ და მერე გადაწყვითეთ.” – განაცხადა ხაინდრავამ.

