ახალი ამბები მსოფლიო

“დამნაშავე დაისჯება” – მედვედევი Vkontakte-ზე მისი სახელით გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში სოციალურ ქსელ Vkontakte-ზე მისი გვერდის გატეხვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ამისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ დამნაშავეები დაუსჯელი არ დარჩებიან.

როგორც ცნობილია, 1-ელ აგვისტოს საღამოს მედვედევის გვერდზე გაჩნდა პოსტი გეოპოლიტიკაზე, კერძოდ, საქართველოსა და ყაზახეთის სახელმწიფოებრიობის განვითარებაზე, მოგვიანებით პოსტი წაიშალა.

მედვედევის თქმით, ეს არის საინფორმაციო ომის გამოვლინება და არის უამრავი მტერი ქვეყანა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პარტნიორების შეტაკებით.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი ჰაკერული თავდასხმის შემთხვევები ხდება. არავინ არ არის დაცული ამისგან. ერთ დროს, როცა პრემიერ-მინისტრი ვიყავი, მომიწია მსგავს თავდასხმებთან გამკლავება. ეს არის სწორედ იმ საინფორმაციო ომის გამოვლინება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება”, – თქვა მედვედევმა.

შეგახსენებთ, მედვედევმა განაცხადა: „1801 წლამდე ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველო იყო, არ არსებობდა და ის მხოლოდ რუსეთის იმპერიის საზღვრებში ჩნდებოდა. ჩრდილოეთი და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს ტერიტორიები შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ რუსეთთან, ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში“, – ვკითხულობთ წაშლილ პოსტში.

იტვირთბა....