ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ, ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემაზე განაცხადი “პარლამენტს” უკან დაუბრუნა

აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ თვითაღიარებულ პარლამენტს უკან დაუბრუნა მასალები, რომლებიც  ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ეხება.

როგორც ირკვევა, ეს იმის გამო მოხდა, რომ განაცხადი იურიდიულად გამართული არ იყო.

ე.წ. პარლამენტს 3 დღის ვადაში შეუძლია, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს ან ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ ახლიდან მიმართოს ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც უნდა დაადგინოს, შეესაბამება თუ არა მათ “მთავარ კანონს” მთავრობის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი.

 

იტვირთბა....