ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხელისუფლება აგრძელებს ომის თემით სპეკულირებას – ხუხაშვილი რუსეთთან სავიზო რეჟიმზე

ექსპერტი, გია ხუხაშვილი რუსეთათან  სავიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსლეში პოსტს აქვეყნებს.
ხუხაშვილის თქმით,  ამ თემასთან დაკავშირებით ხელისუფლება ომის თემით სპეკულირებას აგრძელებს.
“ამ თემასთან დაკავშირებით ხელისუფლება აგრძელებს ომის თემით სპეკულირებას, რაც უბრალოდ სიცრუეა, რადგან რუსეთს თავად აქვს სავიზო რეჟიმი დაწესებული და “სარკისებრი” პრინციპის გამოყენება ვერ გახდება რუსეთის “გაბრაზების” ფორმალური მიზეზი.
გაუგებარია ოპოზიციის გარკვეული ნაწილის “ინტელექტუალური” არაკომპეტენტურობა სავიზო რეჟიმის დაწესების “უაზრობასთან” დაკავშირებით.
სავიზო რეჟიმი პრობლემის მოგვარებისთვის არის არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობა.
უნდა დაიწყო ამით და შემდეგ ამ ბაზაზე მოაწესრიგო სხვა საკითხები, როგორიცაა ბინადრობა, ბიზნეს-აქტივობა, ფინანსების მართვა და ა.შ.” წერს ხუხაშვილი.
იტვირთბა....