ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ჩინეთს რუსეთის შეჩერება შეუძლია” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჩინეთის რუსეთის შესაჩერებლად საკმარისი ბერკეტები აქვს.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მას ჩინეთის პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ ჰქონია, თუმცა ამის სურვილი იყო.

“ჩინეთი ძლიერი სახელმწიფოა, ძლიერი ეკონომიკით. მას შეუძლია გავლენა მოახდინოს რუსეთზე როგორც პოლიტიკურად ასევე ეკონომიკურად. ის ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყანაა”, – აცხადებს ზელენსკი.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთი ჩინეთის ბაზრის გარეშე სრულ იზოლაციაში მოექცევა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....