რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებაზე პეტიციას ხელი 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.
პეტიციით მოქალაქეები სავიზო რეჟიმის დაწესებას რუსეთის გარდა, ბელარუსის მოქალაქეებისთვისაც ითხოვენ.
“დაწესდეს რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც წლის განმავლობაში რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეები 3 თვეზე მეტი დროით ვერ შეძლებენ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას, რაც უზრუნველყოფს რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეების მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის საქართველოში მოგზაურობას.” – ნათქვამია პეტიციაში.

