ბიზნესში ქალების ჩართულობის დონე საკმაოდ დაბალია, რის გამოც, საქართველო მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 11%-ის კარგავს – ამის შესახებ “თიბისის” გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი, მაკა ბოჭორიშვილი BMG-ისთან საუბრობს.
„საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს მინიმუმ 11% აკლდება იმის გამო, რომ ქალები არ არიან ან დასაქმებულები ან მეწარმეები. ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის უფლება და ფუფუნება, რომ ეს დააკლდეს.
მსოფლიოში კი ეს ეფექტი კიდევ უფრო დიდია – დაახლოებით $26 ტრილიონზეა საუბარი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

