გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„აბიტურიენტთა საყურადღებოდ! დღეს, 4 აგვისტოს, 10:00 საათზე გამოქვეყნდება ლიტერატურის, სამოქალაქო განათლებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდების პირველადი შედეგები. შედეგის გასაგებად გადადით ბმულზე: https://online.naec.ge/ueereg/entrants/entrantsdefault.aspx და შესაბამის ველში მიუთითეთ პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებულიპირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. გისურვებთ წარმატებას!“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

