aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მანაგაძის სახელობის კლინიკაში 7 წლის ბავშვი ოპერაციის დროს გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვი ოპერაციის დროს დაიღუპა. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში კლინიკის ექიმებს ადანაშაულებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ანესთეზია გაუკეთეს. დაღუპულის დედის განცხადებით, ანესთეზიის გაკეთების დროს, ბავშვმა თქვა, რომ ჰქონდა ჰაერის და გულის უკმარისობა. მოზარდის მდგომარეობიდან გამოყვანას ექიმები 45 წუთის განმავლობაში ცდიობდნენ.

“ბავშვს უტარდებოდა პედიატრიული უროლოგიური ოპერაცია შარდსადენ მილზე. საწყისი ნარკოზის ჩატარების შემდეგ, რამდენიმე წუთში განვითარდა სუნთქვის დარღვევა, გულის რითმის დარღვევა და გულის გაჩერება”, – აცხადებს კლინიკის სამედიცინო დირექტორი ამბროსი პერტია “მთავარ არხთან” საუბარში.

ოჯახის წევრები მომხდარს მედიკოსების დაუდევრობას უკავშირებენ.

იტვირთბა....