რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორმა ალექსეი დრობინინმა განაცხადა, რომ დასავლეთთან ოცდაათწლიანი “თანამშრომლობის ეპოქა” “შეუქცევადად” დასრულდა.
აღნიშნულის შესახებ დიპლომატმა თავის სტატიაში „ისტორიის გაკვეთილები, მომავლის სურათი და ასახვა რუსეთის პოლიტიკაზე” დაწერა.
მისი თქმით, ეს შეიძლება ითქვას უკრაინაში ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ხანგრძლივობისა და შედეგის მიუხედავად.
დრობინინი ამტკიცებს, რომ რუსეთი “შევიდა ბრძოლის მწვავე ფაზაში არამეგობრული სახელმწიფოების აგრესიულ ალიანსთან”, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს, და მას სურს აღმოიფხვრას იგი, როგორც გეოპოლიტიკური კონკურენტი.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

