უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, მას რომ ემუშავა, ყველა ეს კონფლიქტი არ იქნებოდა.
“ამ დღეებში ჩვენს საინფორმაციო სივრცეში და სოციალურ ქსელებში არაერთი ინფორმაცია ვრცელდება სხვა გეორგაფიულ ადგილებში არსებული კონფლიქტური სიტუაციებისა და საფრთხეების შესახებ. ბალკანეთი, ტაივანი, ახლა შეიძლება კავკასია…
ყველა ეს სიტუაცია განსხვავებულად გამოიყურება, თუმცა მათ ერთი ფაქტორი აერთიანებს, კერძოდ: უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა. მას რომ ემუშავა, ყველა ეს კონფლიქტი არ იქნებოდა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

