ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ომის 161-ე დღე – რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი ისევ დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ღამით ხარკოვი დაბომბეს. 

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი 4 აგვისტოს ღამეს დაბომბეს . დამპყრობლები ქალაქის ნემიშლიანსკის რაიონში ადმინისტრაციულ შენობას დაესხნენ. ამის შესახებ ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა ტელეგრამის თავის არხზე განაცხადა.

მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. დაბომბვას არც ხანძარი მოჰყოლია.

“კიდევ ერთი მძიმე ღამე ხარკოვში. ქალაქის ნემიშლიანსკის რაიონში, ადმინისტრაციულ შენობაში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

იტვირთბა....