ახალი ამბები მსოფლიო

აშშ-ს სენატმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

აშშ-ს სენატმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ბლუმბერგი” ავრცელებს.

ხმების რაოდენობა იყო, 95-1-ის წინააღმდეგ, რაც ბევრად აღემატება ხელშეკრულებების დასამტკიცებლად საჭირო უმრავლესობის ორ მესამედს.

თუ ხსენებული გაწევრიანების მოთხოვნა მოიპოვებს ალიანსის ყველა ამჟამინდელი წევრის მოწონებას, ფინეთი შეუერთდება ესტონეთს, ლატვიას, ლიტვას და პოლონეთს, როგორც სხვა “ნატო-ს” ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ სახმელეთო საზღვარს რუსეთთან. 

იტვირთბა....