ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მოსკოვში “კაგებე“-ს უკანასკნელი თავმჯდომარე გარდაიცვალა

მოსკოვში, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) უკანასკნელი თავმჯდომარე, ვადიმ ბაკატინი. ამის შესახებ ინფორმაცია Telegram-გვერდზე НТВ გავრცელდა.

ბაკატინი 1983 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსპექტორი გახდა, ხოლო 1988 წელს მიხეილ გორბაჩოვმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი შესთავაზა. 1991 წელს ის ერთ-ერთი კანდიდატი იყო რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა საპრეზიდენტო არჩევნებში.

ვადიმ ბაკატინს მოსკოვში ტროეკუროვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

 

იტვირთბა....