უკრაინის პრეზიდნტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, ომის პირობებში მყოფი ქვეყნის ეკონომიკა კომაშია, თუმცა, ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის აღდგენა უკრაინას საშუალებას მისცემს, ეკონომიკაში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი ჩააბრუნოს.
“დღეს ეკონომიკა კომაშია და ჩვენ, როგორც ექიმებმა, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენმა ეკონომიკამ ისუნთქოს. იქ [პორტებში] როგორც მინიმუმ 10 მილიონი დოლარის ღირებულების მარცვლეულია, რაც ჩვენს ეკონომიკაში უნდა ჩაბრუნდეს. ეს მარცვლეული საშუალებას მოგვცემს, კიდევ ორი თვე გავძლოთ. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, რუსეთი კი ამას ბლოკავს, რადგან ესმის, რომ პორტების ბლოკირებას ბევრ ქვეყანაში შეუძლია შიმშილის და ქაოსის გამოწვევა”, – განაცხადა ზელენსკიმ ავსტრალიის უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე გამოსვლისას.