“კარგი საჯარო მოხელეა” – ასე აფასებს “ოცნების” დეპუტატი სახალხო დამცველის პოსტზე ნიკო თათულაშვილის კანდიდატურას.
მისი თქმით, კონსულტაციები დაწყებულია, თუმცა წინასწარი განხილვები ამ ეტაპზე არ ყოფილა.
“კონსულტაციები დაწყებულია, გუნდის მიერ შეჯერდება კანდიდატი, რაც შეეხება ნიკოს კანდიდატურას კარგი საჯარო მოხელეა და ვფიქრობ თუ მისი კანდიდატურა იქნება შერჩეული, ის სრული პასუხისმგებლობით შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. წინასწარი განხილვები ამ ეტაპზე არ ყოფილა, თათულაშვილი ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელია პრემიერის ადმინისტრაციაში და აქვს მდიდარი გამოცდილება ადამიანის დაცვის კუთხით.” – განაცხადა წილოსანმა “მეტრონომთან” საუბრისას.

