ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უკვე მეშინია დრო ვთქვა, თუ როდის დასრულდება რეაბილიტაცია – კალაძე მეტრო გოცირიძეზე

თბილისის მერი, კახა კალაძე  მეტროსადგურ გოცირიძის გახსნის თარიღს ისევ ვერ ასახელებს.
მისი თქმით, უკვე ეშინია დაასახელოს თარიღ, თუ როდის დამთავრდება რეაბილიტაცია, რადგან დასრულების ვადამ ბევრჯერ გადაიწია.
“ესე იგი, უკვე მეშინია დრო ვთქვა, თუ როდის დამთავრდება, იმდენჯერ მოხდა ვადის გადაწევა. პირველად როცა სამუშაოები დაიწყო პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ მშენებლობის პროცესში გამოიკვეთა – არსებული ბაქანი არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას და მოითხოვდა, რომ მთლიანად ახალი პროექტი განხორციელებულიყო.  დაახლოებით, 15 აგვისტოსთვის უნდა დამთავრებულიყო სამუშაოები, თუმცა კომპანიამ მოითხოვა რამდენიმე კვირით ვადის გადაწევა და ჩვენ დავთანხმდით ამას”. – განაცხადა კალაძემ.
იტვირთბა....