ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მათი ცნობით, შემთხვევის შედეგად ავტობუსის მძღოლი და 5 მგზავრი დაშავდა. ისინი კლინიკებში გადაიყვანეს.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

