ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე მუნიციპალურ ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. – ამის შესახებ ინფორამაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად დაშავდა მძღოლი და რამდენიმე მგზავრი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკა “მედალფასა” და “მედცენტრში” გადაიყვანეს.

ავტოავარიის გამო, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალზე გადაადგილება დროებით შეფერხებული იყო.

იტვირთბა....