ვარკეთილში, ე.წ სვანების ბაზრობასთან ავტომობილი ქალს დაეჯახა, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, 72 წლის ქალი მეეზოვედ იყო დასაქმებული.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.
თვითმხილველთა ინფორმაციით, პირი, რომელიც 72 წლის მეეზოვე ქალს ავტომობილით დაეჯახა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

