ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“საქართველომ უნდა მიბაძოს უკრაინის მაგალითს და დაიცვას საკუთარი მიწები” – დანილოვი

საქართველომ, რომელმაც დაკარგა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და მოლდოვამ, რომელმაც დაკარგა დნესტრისპირეთი, უნდა მიბაძონ უკრაინის მაგალითს, რათა „რუსეთი დაიშალოს“, – ამის შესახებ ტელეკომპანია 24-ის ეთერში უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს უკრაინის იმედი, რადგან მათი გამარჯვების შემდეგ ისინი დაიტაცებენ რუსეთის ტერიტორიებს და დაიბრუნებენ იმას, რაც რუსეთმა მათ წაართვა.

“დღემდე ვთვლი, რომ თუ საქართველო [აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს] საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს შეუძლია საკუთარი ქვეყანა და მიწები დაიცვას. ასევე სხვა ქვეყნებმა – თუ ფიქრობთ, რომ ეს თქვენია, მოგვბაძეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც ვმოქმედებთ ჩვენ. ისინი მხოლოდ იცდიან. დღეს ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს ჩვენი იმედი – ჩვენი გამარჯვების შემდეგ ისინი დაიტაცებენ რუსეთის ტერიტორიებს და დაიბრუნებენ იმას, რაც რუსეთმა მათ წაართვა”, – განაცხადა დანილოვმა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....