ახალი ამბები მსოფლიო

ნენსი პელოსის თვითმფრინავი ტაიპეის აეროპორტში დაეშვა – ტაივანი საბრძოლო მზადყოფნას აძლიერებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის თვითმფრინავი ტაიპეის აეროპორტში დაეშვა.

ხოლო პელოსის ვიზიტის გამო მუქარების ფონზე, ტაივანმა შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტაივანის შეიარაღებული ძალები 2 აგვისტოს დილის 8 საათიდან 4 აგვისტოს შუადღემდე მაღალ მზადყოფნაში იქნება.

ცნობისთვის, ტაივანს პეკინი თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, რის გამოც სი ძინპინის მთავრობამ ვაშინგტონი ორჯერ გააფრთხილა, რომ პელოსის იქ ვიზიტს მძიმე შედეგები მოჰყვება.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

იტვირთბა....