ახალი ამბები სამართალი

ავარია ქვიშხეთში – მძღოლი უგონოდაა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ინფორმაციას ამის შესახებ TV ივერია ავრცელებს.

მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მძღოლი უგონო მდგომარეობაშია და გადაყვანილია საავადმყოფოში. მძიმედ არის დაშავებული კიდევ ორი ადამიანი.

“ქვიშხეთთან, ბორჯომის მაგისტრალზე საშინელება ხდება მძღოლი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა სასწრაფო დახმარებამ, ასევე მძიმედ დაშავდა ორი პირი”, – ამბობენ თვითმხილველები.

მეტრონომი დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.

იტვირთბა....