ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

[სააკაშვილს] არ ეპოლიტიკება, მისი სიცოცხლე საფრთხეშია – გელბახიანი

[სააკაშვილს] არ ეპოლიტიკება, მისი სიცოცხლე საფრთხეშია, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ვალერი გელბახიანი საუბრობს.

მისივე თქმით, პოლიტიკური საკითხი დღის წესრიგიდან ამ დროისთვის მოხსნილია და დგას მხოლოდ ერთი საკითხი – მისი ჯანმრთელობა და მისი სიცოცხლე.

“მისი სიცოცხლე საფრთხეშია და ამიტომ მას არ ეპოლიტიკება. უნდა, რომ საკუთარი სიცოცხლე გადაარჩინოს. ისედაც ბევრი აიღო საკუთარ თავზე, როდესაც გარისკა, იცოდა რომ დაიჭერდნენ და მაინც ჩამოვიდა. უბრალოდ, პოლიტიკური საკითხი დღის წესრიგიდან ამ დროისთვის მოხსნილია და დგას მხოლოდ ერთი საკითხი – მისი ჯანმრთელობა და მისი სიცოცხლე. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არ გვითქვამს ადვოკატებს, არც მას უთქვამს, რომ ვინმეზე ნაწყენია, რომ პარტიას ემიჯნება, ასეთი სიტყვები არ აქვს ნათქვამი. ეს არის დატრიალებული ინტერპრეტაცია. ამაზე ის კომენტარს არ აკეთებს და არც ჩვენ ვართ უფლებამოსილი ვისაუბროთ ამ თემაზე”, – აცხადებს ვალერი გელბახიანი.

იტვირთბა....