პოლიტიკური ძალა უნდა დავინახო მაჭარაშვილში ან ხუნდაძეში? ალბათ ბიძინა გადაუხდის ფულს და იგულავებენ ბიჭები. – ასე აფასებს ოცნებიდან წასულების მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობას ექსპერტი.
“ჩემთვის ეს ძალიან კომიკური ისტორიაა, თამაშობენ რაღაც სისულელეს თვითონ ვერ ასახელებენ რით განსხვავდებიან “ოცნებისგან” რიტორიკაც კი ერთნაირი აქვთ, ვიკიპედიაში შეგიძლიათ ამოიკითხოთ არც თუ ისე რთული ორგანიზმები მრავლდებიან, რაც უნდათ ის ქნან. ისეთი ხალხია აბსოლიტურად არამეტყველი არაფრის და არაკომპეტენტური. რა პოლიტიკური ძალა უნდა დავინახო მაჭარაშვილში ან ხუნდაძეში? ალბათ ბიძინა გადაუხდის ფულს და იგულავებენ ბიჭები.” – განაცხადა ექსპერტმა, პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა, ახლად დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის “ხალხის ძალის” შეფასებისას “მეტრონომთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატებმა საზოგადოებრივი მოძრაობის -“ხალხის ძალა” დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღეს.

