ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეგნანზე თავდასხმები აშშ-ის პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლას უკავშირდება – ჯონ ტეფტი

“მასზე თავდასხმები არ არის მხოლოდ თავდასხმები კელიზე. ეს უფრო დიდი საკითხია და ის ამერიკის პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლას უკავშირდება” – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, ჯონ ტეფტი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საუბრობს.

მისივე თქმით, ხელისუფლება უნდა იყოს მკაფიო და ფოკუსირებული განცხადებებში, რომ ის შეეცდება განახორციელოს ევროკავშირის რეკომენდაციები.

“ეს [თავდასხმები] ალბათ მოდის ადამიანებისგან, რომლებიც მის ზოგიერთ განცხადებას არ ეთანხმებიან, მაგრამ მე იმას ვიტყოდი, რომ კელი წარმოადგენს შეერთებული შტატების მთავრობას, ის წარმოადგენს ამერიკის ადმინისტრაციას და მის პოზიციებს. ის ასევე წარმოადგენს საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერის ხანგრძლივ ტრადიციას. ასე რომ, მასზე თავდასხმები არ არის მხოლოდ თავდასხმები კელიზე. ეს უფრო დიდი საკითხია და ის ამერიკის პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლას უკავშირდება. ცხადია, მე არ ვიცი, რას ფიქრობენ ეს ადამიანები, მე მათთან არ მისაუბრია. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ყველა ეცდება გაერთიანდეს იმისთვის, რომ მიაღწიონ ევროკავშირის მიერ დასახულ მიზნებს, რომლებიც იგივე მიზნებია, რაც შეერთებულ შტატებს წლების მანძილზე აქვს.

ეს საერთოდ არ არის პოლიტიკურად წინდახედული მოქმედება. ელჩზე თავდასხმებმა არ მგონია, უფრო ფართო პოლიტიკის შეცვლა გამოიწვიოს. ეს ყველაფერი უბრალოდ მოტივაციებზე კითხვებს აჩენს. ჩემი აზრით, ხელისუფლება უნდა იყოს მკაფიო და ფოკუსირებული განცხადებებში, რომ ის შეეცდება განახორციელოს ევროკავშირის რეკომენდაციები და ამით ყველას გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი მიუხედავად იმისა, თუ რას შეიძლება ამბობდნენ პარტიის სხვადასხვა წევრები პარლამენტში. მთავრობა უნდა იყოს ერთსულოვანი და ფოკუსირებული და მკაფიო სიგნალს უგზავნიდეს როგორც ევროპას, ასევე ვაშინგტონს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს განახორციელოს ევროატლანტიკური დღის წესრიგი, რომელსაც როგორც ვთქვი, ამერიკის ადმინისტრაცია სრულად უჭერს მხარს, ” – ამბობს ტეფტი.

იტვირთბა....