ახალი ამბები მთავარი

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ “აზოვის” ბატალიონი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უკრაინული ბატალიონი “აზოვი” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და რუსეთის ტერიტორიაზე მისი საქმიანობა აკრძალა. ეს ნიშნავს, რომ “აზოვის” წევრობა დღეიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.

რუსული მედიის ცნობით, მის ხელმძღვანელობას სამუდამო პატიმრობა ემუქრება, ბატალიონის რიგით წევრებს კი თავისუფლების 20 წლამდე აღკვეთა, ხოლო ე.წ. ტერორისტული ორგანიზაციის ან მისი ფილიალის საკუთრება, კონფისკაციას დაექვემდებარება.

 

 

იტვირთბა....