“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ეხმიანება სოციალურ ქსელში, დიმიტრი მედვედევის პირად ანგარიშზე გამოქვეყნებულ ტექსტს, რომელიც მალევე წაიშალა.
“ეს დაწერა მედვედევმა და მერე წაშალა. ისტორიის გაგებაში რომ არაა, ფაქტია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ რუსებს ჩვენთან მიმართებით ძალიან საშიში და კონკრეტული გეგმები აქვთ და რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო ამის საპირისპიროდ: ევროპელებს და ამერიკელებს ლანძღავს და ლაჩრულად “აბა ომი გინდა”-ს გაიძახის დღენიადაგ. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანას ვაძლიერებდეთ და ომისთვის ვემზადებოდეთ. დიახ, ომისთვის უნდა ვემზადებოდეთ ყველანი.
ზუსტად იმას არ ესხმიან თავს, ვინც ომისთვის მზადაა, თორემ ჩვენნაირ გასაცოდავებულ ქვეყნებს პირველ რიგში ჩაგრავენ და აგერ გვეუბნება კიდეც ეს ურჯულო მედვედევი უნდა დაგიპყროთო”, – წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მედვედევის გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ “სამხრეთ ოსეთი” და აფხაზეთი დანარჩენ საქართველოსთან მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდება.

