ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მათ სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად, რაც ღვთის წინაშე უდიდესი მადლია” – პატრიარქი გუდაურში დაღუპულებზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაავრცელა, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში წაიკითხეს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის დაწყებამდე.

“ამ ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა სხვაზე ზრუნვასთან იყო დაკავშირებული. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამქვეყნიური ცხოვრებაც ასევე დაასრულეს. ვერტმფრენში მყოფნი ფაქტობრივად მოყვასის გადარჩენისთვის ზრუნვას შეეწირნენ და სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად, რაც ღვთის წინაშე უდიდესი მადლია. აღვავლენთ მათი უკვდავი სულთათვის ლოცვებს, რათა მათ სავანესა მართალთასა განისვენონ, ხოლო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უფალმა მოანიჭოს ურყევი რწმენა და სასოება მარადიული ცხოვრებისა, ლოცვის ძალა და მშვიდობ“, – მოჰყავს “ინტერპრესნიუსს” წერილის შინაარსი.

შეგახსენებთ, 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი რვავე ადამიანის – ორი მაშველი, სასწრაფო დახმარების ორი ექიმი და სასაზღვრო პოლიციის ოთხი მფრინავი შეეწირა.

 

იტვირთბა....