ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მედვედევის თანაშემწე – „ვკონტაკტეს“ გვერდი გატეხილია, გამოქვეყნებული პოსტი, სადაც საუბარი საქართველოზე იყო მას არ დაუწერია

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თანაშემწემ „ვკონტაკტეში“ გვერდის გატეხვის შესახებ განაცხადა.

რუსულ სახელმწიფო მედია “რიაზე” გავრცელებული ოლეგ ოსიპოვის კომენტარის მიხედვით, უცნობია ვინ გატეხა მედვედევის გვერდი.

”ბოლო პოსტი VK-ში, რომელიც გამოაქვეყნა დიმიტრი ანატოლიევიჩმა, მიეძღვნა სამხედრო მეზღვაურების მილოცვას საზღვაო ძალების დღეს. ხოლო ვინც გატეხა გვერდი, დაწერა პოსტი სადაც საუბარი საქართველოზეც იყო მას არ დაუწერია,“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, მედვედევის გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ “სამხრეთ ოსეთი” და აფხაზეთი დანარჩენ საქართველოსთან მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდება.

 

იტვირთბა....