საქართველოსთვის ეს წითელი ხაზია, მედვედევის განცხადება ნამდვილად არ არის მეგობრული. – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა სეფაშვილი “მეტრონომთან” საუბარში რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, მოადგილის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან შეერებამდე საერთოდ არ არსებობდა, როგორც ქვეყანა და “სამხრეთ ოსეთი” და აფხაზეთი დანარჩენ საქართველოსთან მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდება.
“შეფასება არის ცალსახა ეს ტერიოტიები არის საქართველოს ტერიტორები, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველოსათვის ეს არის წითელი ხაზი, ჩვენ როდესაც საერთაშორისო ასპარესზე პარტნიორებს ვხვდებით ამ საკითხების დადასტურება ყოველთვის ხდება. ამ განცხადებას მეგორბრულს ვერ დავარქმევთ.” – განაცხადა სეფაშვილმა.

