მასშტაბური ავტოავარია თბილისში – სწრაფად მიმავალი ავტომობილი საპატრულო პოლიციის გაჩერებულ მდგომარეობაში მყოფ მანქანას შეეჯახა.
შეჯახების შედეგად დაზიანდა მესამე ავტომობილი და ასევე მოპედიც. ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხდა.
კანონდამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

