ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი მოსკოვში ფულის სათხოვნელად წავიდა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” გაგლოევის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

პრესსამსახურის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტი მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს შეხვდება.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას გაგლოევი და კოზაკი ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს განიხილავენ, მათ შორის, სამხრეთ ოსეთის სამინისტროებისა და უწყებების თანამშრომლებისთვის ხელფასების და პენსიების გაზრდას.

“დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტის 95 პროცენტზე მეტი რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან ივსება. ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტები ბოლო პერიოდში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები პირველ რიგში სამხრეთ ოსეთზე აისახა. თითქმის ორჯერ გაიზარდა ფასები პირველად სამომხმარებლო პროდუქტებზე, ხელფასები კი იგივე რჩება, რაც ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთა სოციალურ მდგომარეობას აუარესებს.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ე.წ. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რუსეთის დედაქალაქს უკვე მეორედ სტუმრობს და მას აქამდე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ შეხვედრია. არც ამჟამინდელი ვიზიტის დღის წესრიგშია აღნიშნული პუტინთან შეხვედრის შესახებ და მხოლოდ მისი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან დიმიტრი კოზაკთან შეხვედრაზე არის ყურადღება გამახვილებული.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....