ახალი ამბები მთავარი სპორტი

265 მილიონი ქართულ ფეხბურთს მთავრობისგან

დღეს საქართველოს მთავრობამ ფეხბურთის განვითარების ფონდისთვის 265 მილიონი ლარი გამოყო.

„გამოიყო 265 მილიონი ლარი ფეხბურთის განვითარების ფონდისთვის. ამ პროექტის ავტორია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. ეს თანხა 5 წელიწადზეა გათვლილი და იქნება ყველანაირად გამჭირვალე. დეტალებზე სფფ-ს ხელმძღვანელობა ისაუბრებს. ძირითადად ეს თანხა ეროვნული ჩემპიონატისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება. დაფინანსდებიან არამარტო უმაღლესი, არამედ პირველი ლიგის გუნდებიც“ – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

იტვირთბა....