“ნასვამი ვიყავი და ფაქტებს ვერ გავიხსენებ” – აცხადებს ცხვარიჭამიაში მოკლული, მირიან კუკავას საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი გიორგი ხორავა.
შეგახსენებთ, 20 წლის მირიან კუკავა რამდენიმე დღის წინ ცხვარიჭამიაში მეგობრის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც მოგვიანებით, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კუკავას გულ-მკერდის არეში დანით აქვს მიყენებული ჭრილობა, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

